1992 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია "რიონის" (ქუთაისი) მუსიკალური გადაცემების წამყვანად.1995 წელს დააფუძნა რადიოკომპანია "ძველი ქალაქი." 2003-2004 წწ. გაიარა"დოიჩე ველეს" აკადემიის საინფორმაციო მასალებისა და საეთერო მომზადების ჟურნალისტიკის კურსები. 2004 წლიდან გახდა რადიო თავისუფლების პროგრამა "დღეს დილით" კორესპონდენტი. 2012 წელს სწავლობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის "დემოკრატიის სკოლაში". 20118 წლებში საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორი ქუთაისში. 2013 წლიდან არის ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი და „გენდერის მედიაცენტრის“ დირექტორი ქუთაისში. 2014 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისა და გათლებსათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
მუშაობს ქალთა გენდერული დისკრიმინაციის, სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვების, შშმ პირთა დახმარების განათლებისა ამაღლებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. განხორციელებული აქვს ათზე მეტი პროექტი.
რადიოკომპანია „ძველ ქალაქში“ მიჰყავს გადაცემა „ვლაპარაკობთ ყველაფერზე“