
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტრტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. შემდგომ კი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა კონფლიქტების ტრანსფორმაციას სამაგისტრო პროგრამაზე Eastern Mennonite University-ში. სწავლის დასრულების შემდეგ, Edmund Muskie-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ვაშინგტონში Intenrational Foundation for Electoral System-ში (IFES). ამჟამად, ატარებს ტრენინგებს და სემინარებს კონფლიქტებზე და არაძალადობრივ მოძრაობებზე, ასევე ეწევა კვლევით საქმიანობას EMC-ში. არის პლატფორმა სალამ-ის თანადამფუძნებელი.

