maka-petriashvili.jpg

მაკა პეტრიაშვილი - 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ამჟამად იგი იკავებს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას და ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფს (2014 წლიდან). წლების განმავლობაში მაკა თავდაცვის სამინისტროში იკავებდა პოზიციებს ისეთი მიმართულებებთ როგორებიცაა: ანალიტიკური სამმართველო, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის კომისია. იგი მონაწილეობს ნატოს გენდერული პერსპექტივების კომიტეტის შეხვედრებში, როგორც ქართველი დელეგატი. გარდა აკადემიური საქმიანობისა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მაკა პეტრიაშვილი ტრენინგებს კითხულობს გენდერისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სერჟანტთა სკოლაში. იგი არის გენდერის თემატიკაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერი (Gender Trainer by Nordic Center of Gender in Military).

მაკა არის ავტორი გენდერული მენტორინგისა და ქოუჩინგის შესახებ არსებული თავისა, წიგნში სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერის თემატიკის სწავლების შესახებ (გამოქვეყნებული NATO PFPC და DCAF-ის მიერ).

მაკა პეტრიაშვილს აქვს უსაფრთხოების კვლევებისა (Naval Postgraduate School, USA) და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მაგისტრატურის აკადემიური ხარისხები (University of Manchester, UK).


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა