irakli-aladashvili.jpg

ირაკლი ალადაშვილი დაიბადა 1.11.1968 წელს თბილისში.

1992 წელს დაამთავრა თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტი.

1987-89 წლებში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებში, იყო პირველი კლასის სპეციალისტი შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების მომსახურების განხრით.

1992-1995 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გამომცემლობის სამმართველოში.

1995-2000 წლებში იყო საქართველოს შსს-ს შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსი.

1992-93 წწ, 2001-03 წწ და 2016-17 წწ -ებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიწვეული სპეციალისტი.

არის ომის ვეტერანი და თადარიგის კაპიტანი.

სამხედრო ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს 1992 წლის გაზაფხულიდან და დღემდე გამოქვეყნებული აქვს 10 ათასამდე სტატია,არის 50-მდე სამხედრო დოკუმენტური ფილმის ავტორი.

2013 წლიდან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში მიჰყავს „ექსტრემალური ჟურნალისტიკის“ სპეციალური კურსი მომავალი, ომის ჟურნალისტებისთვის.

1992 წლიდან, როგორც სამხედრო ჟურნალისტს მონაწილეობა აქვს მიღებული შვიდ ომში- ცხინვალში, აფხაზეთში ,ჩეჩნეთში და ერაყში, ასევე ათამდე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში მსოფლიოს სხვადასხვა პოლიგონებზე.

1992-96 წლებში იყო ყოველკვირეული გაზეთის „7 დღის“ სამხედრო კორესპონდენტი. 1996 წლიდან დღემდე არის ყოველკვირეული გაზეთის „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველი. 2004 წლიდან არის სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა