თავდაცვის სამინისტროს, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის, სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსი; საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სალექციო კურსის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი. მისი კვლევითი გამოცდილება მოიცავს როგორც ორგანიზაციულ კვლევებს თავდაცვის სამინისტროში, ასევე, აკადემიურ სფეროში ჩატარებულ კვლევებს, პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით.