Women Veterans: Lifting the Veil of Invisibility eBook: Harris ...

სამხედრო სამსახურის დასრულებისთანავე ქალების წინაშე უამრავი პრობლემა დგება, როდესაც ისინი ცდილობენ შეეგუონ სამოქალაქო ცხოვრებას.

ეს არის მეხუთე ესე, ვეტერანების მიერ დაწერილი ესეების სერიიდან. ჩვენ ვთხოვეთ მათ გაეზიარებინათ ჩვენთვის, თუ როგორ ახდენს გავლენას ფორმაში გატარებული დრო მათი შემდეგი ცხოვრების პერსპექტივებზე ამერიკაში.

ისე მოხდა, რომ ქალი ვარ. ეს კი ხშირად არახელსაყრელია. ეს არახელსაყრელი იყო სამხედრო სამსახურის დროს და ახლაც, როდესაც აღარ ვარ სამხედრო. ბევრ კვლევაში და ანეგდოტში ქალები ყვებიან გენდერულ მიკერძოებაზე, როგორც პრობლემაზე, რომელიც განსხვავებულად იჩენს თავს სამხედრო სამსახურის დროს და შემდგომ.

სამხედრო სამსახური მოითხოვს ქალებისგან, განსაკუთრებით, თუ მათ წარმატება უნდათ ამ სფეროში, რომ საკუთარი თავი ისეთივე მოთამაშეებად განიხილონ, როგორც მამაკაცები.

მათგან ასევე მოელიან, რომ მოიქცევიან უფრო კაცურად - უჩვენებენ ძალას და თავდაჯერებას, ისინი შეფასებულები იქნებიან მიღწევებით და შესრულებით და მათგან მოსალოდნელია, რომ ექნებათ ავტორიტეტის და პასუხისმგებლობის ისეთი დონე, ძალიან ცოტა ქალს თუ ექნება განცდილი. სამხედრო ფორმა და მისი წესრიგში მოყვანის სტანდარტები ამცირებს ქალის ფიზიკურ მახასიათებლებს.   დამატებით, ხილული და გახმოვანებული, მაგრამ ასევე გაუხმოვანებელ და უხილავი განწყობები იმგვარია, რომლებიც ამცირებს ტრადიციულ ქალურ ელემენტს, მაგალითად, ემოციების ღიად გამოხატვას. იმის თქმა კი არ გვინდა, რომ გენდერი შეუმჩნეველია, ან არ არის პრობლემური საკითხი-პირიქით არის. მაგრამ ქალური მახასიათებლების ხაზგასმა არასასურველია. როგორც გენერალმა ლორი. ჯ.რობინსონმა , აშშ შეიარაღებული ძალების პირველმა საველე მეთაურმა ქალმა თქვა: „მე გენერალი ვარ, მეთაური, ავიატორი. და შემთხვევით ქალი“.

როდესაც ქალები ასრულებენ სამხედრო სამსახურს, მათ მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში ქალად ყოფნა უფრო ადვილი იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. მათ კვლავ უნდა ამტკიცონ თავიანთი ვარგისიანობა, მოიპოვონ „სუფრასთან“ თავისი ადგილი. ისინი თამამად ავლენენ თავს, როგორც ვეტერანები. მათ კარგი ტექნიკური და საველე მომზადება აქვთ. მათთვის ჩვეული იყო ახალი სიტუაციებში შეგუებადა ეფექტური თავის გამოვლენა. მათ მშვენივრად შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ თავზე. მათ განმეორებით შეუძლიათ თავის გამოჩენა მაშინ, როცა მეორე მხარე ამას არ ელის.

ვეტერანთა საკითხების დეპარტამენტის ცნობების მიხედვით შეერთებულ შტატებში და პუერტო რიკოში დაახლოებით 2 მილიონი ქალი ვეტერანია. ფორმის გარეშე არაფერი მიანიშნებ, რომ ისინი ვეტერანები არიან. ბოლო დროს გადაღებულ ვიდეოში, კრისტი ენისი, საზღვაო ქვეითი, ამპუტირებული კიდურის მქონე პირველი ვეტერანი ქალი, რომელმაც დაამშვენა ESPN Magazine’s Body Issue სათაურით „მამაკაცი ან ქალი“ ამბობდა, რომ მას ხშირად ეუბნებიან, რომ „ზედმეტად ლამაზი“ ან“ ძალზე ნაზია“ იმისთვის, რომ დაიჯერო, რომ საზღვაო ქვეითი იყო.

სამოქალაქო პირები და არც ქალი ვეტერანები არ აცნობიერებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ქალებს გვანან, მათ უყენებენ სხვა მოლოდინებს, ვიდრე ჩვეულებრივ ქალებს. ხოლო ტრადიციული მოლოდინების საპირისპიროდ მოქცევა კი, ძალიან ურთულებს ვეტერან ქალებს სამსახურთან შეგუებას, სასიყვარულო ურთიერთობების დამყარებას, სხვა ქალებთან ურთიერთობას და ზოგადად, საზოგადებაში ინტეგრირებას. ამ მოლოდინების არსებობის საფუძველზე ხშირია კონფლიქტური სიტუაციებიც.

როცა ვმსახურობდი, ქალები ჩემი მხარდაჭერები იყვნენ. ალბათ იმიტომაც რომ ცოტანი ვიყავით - დაახლოებით 15% აქტიური ძალისა ქალებია - და კიდევ იმიტომ, რომ სამხედრო სამსახურში ხაზგასმულია გუნდურობა. ჩემი გამოცდილებით, ქალი სამოქალაქო პირები ისევე მეგობრულნი არ არიან სამხედრო ქალებთან. სხვა ვეტერანი ქალისგანაც გამიგია უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ სამოქალაქო ქალების მხრიდან. 2015 წლის კვლევაში, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ ეგუებიან ქალი ვეტერანები შეცვლილ მდგომარებას, ერთ-ერთ მონაწილე ამბობდა: „ პირველ ხანებში, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ძალიან რთული ურთიერთობა მქონდა სხვა ქალებთან. მათ არ ესმოდათ, თუ რატომ გამოვიყურები ასე „ჯარისკაცულად“. მეუბნებოდნენ: „რატომ დადიხარ ასე გაჭიმული?“როდესაც მამაკაცურ გარემოში ხარ და ტრადიციულად კაცისთვის მიწერილ საქმეებს აკეთებ, მათ შორის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობ, ეს ისე განსხვავდება ჩვეულებრივი ქალების გამოცდილებისგან, რომ ამ ორი ერთმანეთთან დაკავშირება ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, ქცევა, კაცური ქცევა, რომელიც ვეტერანმა ქალებმა ისწავლეს და რომელიც სწორი იყო ჯარში სრულებით არ შეესაბამება მოლოდინებს, რომლებს არსებობს სამოქალაქო ცხოვრებაში ქალების მიმართ. იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს შესაბამისობის მოპოვებაში ახლა იგივე ქცევა მათ გაუცხოებას იწვევს და სხვებს უხერხულ მდგმარეობაშია აყენებს.

ისიც პრობლემაა, რომ სანამ მე და ჩემნაირი ვეტერანი ქალები ვცდილობთ საზოგადოებაში ასიმილირებას, ჩვენ არ გვსურს მთლიანად დავკარგოთ ის იდენტობა, რომელიც შევიძინეთ სამხედრო სამსახურში ყოფნისას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ტრადიციული გენდერული როლების მიღებას შეეხება.

მამაკაცური სტანდარტი იმდენად ნორმაა სამხედრო სამსახურის დროს, რომ ვეტერანი ქალები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად გაზიარებული აქვთ ზეპირი ან უთქმელი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რაიმეს სიტყვა „ქალის„ დავამატებთ, ამით ამ უკანასკნელს ვამცირებთ.

სამხედრო ქალები ხშირად ახსენებენ, რომ თავის მამაკაც კოლეგებთან შედარებით თავს შევიწროებულად გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ ისეთივე შესაძლებლობები კარიერული ზრდისთვის ან ისეთივე აღიარებით არ სარგებლობენ. ეს არცაა გასაკვირი, მათ ხომ იმ სტანდარტებით უწევთ კონკურენცია, რომლებიც შეიქმნა კაცებისთვის, რათა გამოევლინა საუკეთესო მონაცემები კაცებში.

ის ფაქტი, რომ ქალებიც ამ სტანდარტებით ფასდებიან ძალზე მნიშვნელოვანია. სამსახურის დასრულების შემდეგ ისინი ვერც აცნობიერებენ, რომ აგრძელებენ საკუთარი თავის შეფასებას იგივე საზომებით. ისინი მოელიან, რომ მათ მიმართ ისეთივე პატივისცემა იქნება გამოხატული, როგორც მათი კოლეგა მამაკაცების მიმართ.

თუმცა ქალების სამხედრო მიღწევებს ხშირად სათანადოდ არ აღიარებენ. 2016 წელს სამხედრო სამსახურის ქალების ქსელის (Service Women’s Action Network)კვლევაში რესპონდენტების 74 პროცენტმა აღნიშნა, რომ საზოგადოება არ აფასებს მათ სამსახურს.

ამას წინ ჩემს მამაკაც კოლეგებთან ერთად ვსადილობდი და მათი ორი მეგობარი შემოგვიერთდა, ორივე სამოქალაქო პირი. ლაპარაკში ერთ-ერთმა მკითხა ხომ არ ხომ არ მძინებია CONEX-ში, დიდ სატრანსპორტო კონტეინერში, რომელში ძალიან ბევრი სამხედრო თავსდება. მე ვუპასუხე, რომ არა, თუმცა ვთქვი, რომ მიმუშავია CONEX-ში ავღანეთში ყოფნისას. რაზეც ერთ-ერთმა სამოქალაქომ მომიგო „მაშ შენ პოლკის შვილობილი ხარ?“ (“Oh, are you a military brat?”)

მე მართლაც პოლის შვილი ვიყავი ძალიან მოკლე პერიოდი, როდესაც დედაჩემი არმიაში იყო. მაგრამ ამის გამო არ ვყოფილვარ ავღანეთში. ავღანეთში ვიყავი, როგორც გენერლის უფროსი ანალიტიკოსი თალიბანის და ალ-ქაიდას საკითხებში. ამგვარი დაშვება, რომ თუ ქალი არმიაშია ეს მხოლოდ სხვა ადამიანთან მის კავშირით არის გამოწვეული და ამ სხვა ადამიანის (უმეტესად მამაკაცის) ღირსებების უკავშირდება შეურაცხყოფს და გულს ტკენს სამხედრო სამსახურში მყოფ ქალს.

იმ აღქმამ, რომ ქალის სამხედრო სამსახური არ არის სრულფასოვანი ან ნამდვილი შეიძლება ისიც მოიცვას, რომ მისი სამხედრო გამოცდილება, მათ შორის საბრძოლო გამოცდილება, ინვალიდობა, რომელიც უკავშირდება სამსახურს, სექსუალური ხასიათის შევიწროება არანამდვილად შეფასდეს.

წარსულში ქალები ან არ იყენებდნენ სხვა ვეტერანებისთვის მისაწვდომ რესურსებს ან აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ ეს რესურსები არ ითვალისწინებს ქალი ვეტერანების უნიკალურ მოთხოვნილებებს. დღესაც ქალი-ვეტერანების წინაშე განსაკუთრებული საფრთხეებია: მათი შანსი დარჩნენ უსახლკაროდ სხვა ქალებთან შედარებით 3-4 ჯერ დიდია; ასევე, 2,5 ჯერ მეტია თვითმკვლელთა რიცხვი სხვა ქალებს თუ შევადარებთ.

ვეტერანი ქალების რიცხვი იზრდება, დღეის მდგომარეობით მთელი ვეტერანთა რაოდენობის 10 პროცენტზე ნაკლებია, თუმცა 2043 წლისთვის 16 პროცენტს ვარაუდობენ. ისეთი ქალების წარმატება, როგორებიც არიან ენისი, რობინსონი, საჰაერო ძალების მდივნის ჰითერ უილსონის, სენატორ თამი დაქწორთის და ჯონი ერნსტის, წარმომადგენლების: ტულსი გაბარდის და მართა მაკსალის და სხვების მაგალითი ეხმარება იმ წარმოდგენების შეცვლაში, რომლებიც არსებობს ქალი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ.

ხოლო ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის, ვეტერანთა სამსახურის ორგანიზაციების და სხვა ჯგუფების მუშაობის შედეგად, რომლებიც ქალი ვეტერანების საჭიროებებზე არიან ფოკუსირებულნი მათი ტრანზიციის (ანუ ქალიების გადასვლა სამხედრო სამსახურიდან ვეტერანის სტატუსში)გამოცდილება ნელ-ნელა უმჯობესდება. წარმატებები გენდერული თანასწორობის მიმართულებით მთლიან საზოგადოებაში ქმნის იმ სიტუაციას, რომ ტრადიციულად გაგებული ქალური როლიდან გადახვევა უკვე საკმაოდ მისაღებია.

და მაინც, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ახალი წინააღმდეგობები იჩენს თავს. 2013 წელს გაუქმდა ქალებისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის აკრძალვა, უკანასკნელი „მხოლოდ კაცების“ სივრცე, რომელიც რჩებოდა სამხედრო სამსახურში. ბოლო დროის მოვლენებში ჩართულები იყვნენ არმიის რეინჯერების პირველი ქალი კურსდამთავრებულები და პირველი წარმატებული ქალი საზღვაო ქვეითი ოფიცერი.

რადგან დებატები ქალების ამ სფეროებში არ შეშვების შესახებ ძირითადად ფოკუსირებული იყო სტანდარტების სავარაუდო დაწევასთან, სავსებით მოსალოდნელია, რომ ამ ქალებს მოუწიოთ უფრო ხაზგასმით მასკულინური მახასიათებლების ათვისება, რათა ამ ახალ როლებს შეეწყონ. ამავე დროს გარდაუვალია მომავალი კონფლიქტი გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი ქალი მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში და კიდევ უფრო დიდი გახდება განსხვავება სამხედრო და სამოქალაქო ქალებს შორის.

ეს კი ნიშნავს, რომ ქალად ყოფნა, როგორც სამხედრო სამსახურის დროს ასევე სამსახურის დასრულების შემდეგ კიდევ რაღაც ხანი არ იქნება ხელსაყრელი.

სარა მაპლი

ეროვნული უსაფრთხოები და საერთაშორისო ურთიერთობის დირექტორი ორგანიზაციაში საერთაშორისო ომების ვეტერანები. მანამდე ის მსახურობდა უშიშროების ოფიცრად საჰაერო ძალებში.  

სტატია თარგმნილია პროექტის გენდერის და მრავალფეროვნების ექსპერტის გენდერის კვლევების დოქტორის ნანა ბერეკაშვილის მიერ.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა