Diversity

პოლიტიკის დოკუმენტი

აგვისტო 2020

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი სწავლობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების პოლიტიკას, მის მიმდინარეობას და შესაბამისობას მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის სფეროში აღიარებულ იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის სავალდებულოა როგორც გაეროს კონვენციებით, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე. წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს, თუ რამდენად არის გაზიარებული მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის თანამედროვე კონცეფციები საქართველოს კანონმდებლობაში, რამდენად არსებობს შესაბამისი ცოდნა თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, რას წარმოადგენს მრავალფეროვნებისა და სოციალური ინკლუზიის კუთხით საქართველოს თავდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები. პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობისას ავტორებმა შეისწავლეს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა ტიპის უმცირესობასთან და მათი ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებით არსებული განწყობები და გაბატონებული პრაქტიკები როგორც თავად უწყების თანამშრომელთა შეფასების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლების შეხედულებების საფუძველზე. ამასთან მხედველობაში იყო მიღებული, რომ კვლევის რესპონდეტთა წრეს ხელი მიუწვდებოდათ ალტერნატიულ ფაქტებზე, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლების უშუალო განცდებზე და დისკრიმინაციის დაფარულ შემთხვევებზე.

შედეგების ანალიზისას ყურადღება გამახვილდა განსხვავებული ადამიანების და ჯგუფების მიმართ სექტორში არსებული თანაბარი შესაძლებლობებისა და იკლუზიის, როგორც პოზიტიური ასევე პრობლემური (შევიწროვება, გარიყვა) შემთხვევების გამოვლენაზე.

კვლევის შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც ეროვნულ დონეზე არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე თავდაცვის სამინისტროს შიდა უწყებრივ დონეზე გატარებული ღონისძიებების შეფასებაში, რომელიც ეხება მრავალფეროვნების/ განსხვავებულთა ინკლუზიის პრინციპების დამკვიდრებას, ასევე უმცირესობებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. დოკუმენტის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც შემუშავდა დასავლური დადებითი გამოცდილების საფუძველზე, და რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელი იქნება თავდაცვის სფეროში მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ინკლუზიის დონის ამაღლება, მომსახურე პერსონალისათვის პროფესიული და კარიერული განვითარების თანაბარი შესაძლებლობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

პოლიტკის დოკუმენტი მომზადდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და ემსახურება საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინკლუზიის, მრავალფეროვნებისა და ქალთა საკითხებზე უწყების მართვის სტრატეგიების განვითარებას მონაწილეობრივი მიდგომებით დოკუმენტში გამოხატული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის მის ავტორებს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.

მრავალფეროვნება და ინკლუზია თავდაცვის სფეროში, ქართულ ენაზე

Diversity and Inclusion in te Defence Sector, ENG


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა