25 მარტს გაიხსნა ილუსტრაციების გამოფენათა სერია მრავალფეროვნებისა და ქალთა თანასწორი მონაწილეობის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში. გამოფენები სამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა - 25 მარტს ქუთაისში, 29 მარტს ბათუმში და 30 მარტს თელავში. დამსწრეთა შორის იყვნენ ექსპერტები, პედაგოგები და სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით, ისევე როგორც სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.
ილუსტრატორმა ბექა ბერიძემ მეტად ცხადი ილუსტრაციებით დაგვანახა ქალები, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ჯარში, პოლიციაში და ამ ინსტიტუტების მრავალფეროვნება. ილუსტრაციები შეიქმნა სამოქალაქო საბჭოს პროექტის - მრავალფეროვნება და ინკლუზია თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში, ფარგლებში. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სამოქალაქო საბჭომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით.