პოლიტიკის ანგარიში
ივლისი 2020
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს თავდაცვის სექტორის ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის ზრდას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვასა და ამისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქალთა მონაწილეობის არსებულ მდგომარეობას, აფასებს უკანასკნელ წლებში შემუშავებულ თავდაცვის ძალების განვითარების ხედვის დოკუმენტებს, სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით და უკვე დამკვიდრებული ნორმების ეფექტიანობას. კვლევის შდეგების ანალიზის დროს გათვალსიწინებული იყო ევროპისა და მსოფლიოს სხვადსხვა დემოკრატიული ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტების საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, განხილული იყო ნიდერლანდების, ბრიტანეთის, აშშ თავდაცვის სექტორიში არსებული პრაქტიკა იმის შესახებ, თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს ქალმა დემოკრატიული ქვეყნების თავდაცვის სისტემაში. შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დროს შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მოემსახურება საქართველოში ქალთა ინკლუზიის თემის ახლებურ გააზრებას, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას თავდაცვის უწყებაში. აღნიშნული რეკომნედაციები შესაძლებელია აისახოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ახალი ეტაპის სამოქმედო გეგმაში, რომელზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.