
ლევან კაპიტანოვი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების პროგრამის მაგისტრანტი. 2018 წელს იმავე უნივერსიტეტისგან მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი სამეცნიერო ინტერესის საგანია ეთნიკური უმცირესობების საკითხი პოსტსაბჭოთა სივრცეში და კოლექტიური მეხსიერების როლი ეთნიკურ კონფლიქტებში.

