01

პროექტს მრავალფეროვნება, ინლუზია და ქალთა თანასწორი მონაწილეობა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი მიზანია თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში მრავალფეროვნების (ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და სხ.) მართვისა და ქალთა თანასწორი მონაწილეობის საკითხებზე ყურადღების გამახვილებით არსებული პრობლემური სფეროების გაუმჯობესების სტრატეგიების შექმნა. პროექტის მიდგომას წარმოდგენს მონაწილეობითი პროცესის უზრუნველყოფა, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროსა და ექსპერტები შეეცდებიან მრავალფეროვებისა და ინკლუზიურობის შესახებ ხედვის, პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ზრუნვას შესაბამისი რეკომენდაციების შექმნით და მათი განხორციელების გზების დაგეგმვით.

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა საქმიანობებს, რომელებიც 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ხორციელდება:

  • ვორქშოპი მრავალფეროვნებისა და ინლუზიის საკითხებზე 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. ექსპერტმა ნიდერლანდებიდან სესილია ვან პესკიმ ვორქშპის მონაწილეებს - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, ასევე სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს - გააცნო ნიდერლანდების ხედვა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის საკითხებზე.
  • კვლევა: მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდავის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში. კვლევა მიზნად ისახავს, უსაფრთხოების სექტორში (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის საკითხების კვლევას. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევების, საკანომდებლო ნორმების და საერთაშორისო სტანდარების აპლიკაციისათვის განვითარებისა და გაუმჯობესების სივრცის შექმნის შესაძლებლობების გამოვლენას. ნაშრომის მიზანია გამოავლინოს მრავალფეროვნებისა და სოციალური ინკლუზიის კუთხით   საქართველოს უსაფრთხოების სექტორში არსებული გამოწვევები, გამოყოს საუკეთესო პრაქტიკის განვითარების შესაძლებლობები და ინკლუზიურობის მიდგომის მართვის სტანდარტებში ინტეგრირების პრობლემები. ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იგეგმება მონაწილეობითი მიდგომით რეკომენდაციების შემუშავება კონკრეტული მიმართულებებით. კვლევის ჩარჩოებში პროექტის ექსპერტების ჯგუფმა იმუშავა კვლევითი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტის შემუშავებაზე. განსაზღვრა კვლევის სამიზნე ჯგუფები. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა საველე სამუშაოები: ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები.

კორონა ვირუსის გავრცელებამ გარკვეული გამოწვევის წინაშე დააყენა პროექტის გუნდი, თამანედროვე ტექნოლოგიების და ონლაინ დისტანციური საკონფერენციო პლატფორმის გამოყეებით პროექტის გუნდმა გააერთიანა პროექტის მონაწილეები და უკვე ოთხი ონლაინ სემინარი გაიმართა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის უწყებების მონაწილეობით და ექსპერტების ჩართულობით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდებთან მუშაობას და მრავალფერონებისა და ინკლუზიიის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა