ninutsa-shanshiashvili.jpg

ნინო შანშაშვილი 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების განყოფილებაში. ინტერესის სფეროს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა, მრავალფეროვნების თემები და მათთან დაკავშირებული კვლევები. 2020 წლის დასაწყისში, მუშაობდა მკვლევრად პროექტში „მრავალფეროვნება, ინლუზია და ქალთა თანასწორი მონაწილეობა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში“. 2018-2019 წლებში ნინო აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნატო-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამის და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF) ერთობლივი პროექტის განხორციელებაში „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“.

ნინოს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის საბაკალავრო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები. სამაგისტრო საფეხურზე სწავლისას, ერთი წელი სწავლობდა გლაზგოს უნივერსიტეტში. ასევე, 2019 წელს გაიარა თავდაცვის რესურსების მართვის კურსი მონტერეიში (NPS -Naval Postgraduate School) და უკანასკენლ პერიოდში გაიარა CRRC-ის სატრენინგო კურსი მონაცემთა შერჩევისა და ანალიზის შესახებ.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა