Interviews

ამ სტატიაში წარმოდგენილია მონოლოგ-ინტერვიუები, რომლებიც ჩაიწერა ეთნიკური, რელიგიური თუ პროფესიული ნიშნით  განსხვავებულ ხუთ ქალთან და მათი დახმარებით წარმოჩინდა ქალთა განსხვავებული სახეები ქართულ რეალობაში. ინტერვიუთა ჩაწერის იდეა გაჩნდა ქ.ბათუმში მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანასწორი შესაძლებლობების თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში ტრენინგის მონაწლეთა შორის. შედეგად, ანა ფუტკარაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვიდეოგრაფ ხვიჩა სურმანიძის დახმარებით, გადაიღო და მოამზადა მონოლოგები გამოსაქვეყნებლად, რომლებიც გაერთიანდა ინიციატივის ქვეშ, სახელად „დაიახლოვე მრავალფეროვნება“.

თითოეული რესპონდენტი ჰყვება საკუთარი განსაკუთრებული ცხოვრების ისტორიას სტერეოტიპების წინააღმდეგ, ბარიერების გადალახვისა და სიძნელეების  მიუხედავად წარმატებულ ქალად დარჩენის შესახებ. ისინი არიან სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანები, თუმცა ყველა მათგანს სწამს ისეთი ღირებულების, როგორიცაა მრავალფეროვნება. მათ იციან, თუ როგორ შეუძლიათ გააძლიერონ ჩვენ გარშემო ყველა ქალი (და არა მარტო) საკუთარი ისტორიებით და სიამაყით, ყველას გასაგონად თქვან ხმამაღლა, რომ ჩვენ შორის ყოველთვის იქნება ადგილი ქალი ტაქსის მძღოლისათვის, სამოქალაქო აქტივისტისათვის მუსლიმური რელიგიური კუთვნილებით, მეზღვაურისთვის, უცხოელი სტუდენტისთვის, პირადი მცველისთვის, სამხედრო პირისთვის თუ სხვა. ინტერვიუების სანახავად, გთხოვთ, იხილოთ დანართები.

ინტერვიუ ელენე მაკრიდისთან

ინტერვიუ ჰურიე აბაშიძესთან

ინტერვიუ სოფი ბაუჟაძესთან

ინტერვიუ ნათია ლაბაძესთან

ინტერვიუ სურბი გუპტასთან


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა