213312839 2632439460393612 7087418387163962072 n

7 ივლისს სამოქალაქო საბჭომ დაიწყო ახალგაზრდული პროექტის „აქტიური მოქალაქეობა: ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისათვის“ განხორციელება, რომელიც აერთიანებს 18-25 წლის ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეები არიან სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებიც ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში გაიღრმავებენ ცოდნას ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, თანასწორობის, დემოკრატიულ სისტემაში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შესახებ და შეიტანენ ცვლილებას ადგილობრივ თემში/რეგიონში.

ამ დროისათვის ზუმის პლატფორმის საშუალებით უკვე ჩატარდა სამი ტრენინგ სესია, 7-8,12-13 და 19-20 ივლისს, რომელთაც 70-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. წლის ბოლომდე სამოქალაქო საბჭო გეგმავს სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას დემოკრატიისათვის აქტუალურ საკითხებზე, რომელთა განმავლობაშიც ქართველი და გერმანელი მენტორები დაეხმარებიან ახალგაზრდებს საკუთარი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მათ საშუალება ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითთმართველობები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ შეუძლია უბრალო მოქალაქეს მათში ცვლილებების შეტანა.

პანდემიიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა იმართება ონლაინ ფორმატით, თუმცა პროექტის დასასრულს სამოქალაქო საბჭო უმანსპიძლებს ახალგაზრდულ ფორუმს თბილისში.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა